Tuesday, March 18, 2014
მეშვიდე დღე
მეცადინეობის მეშვიდე დღეს დიდი სიხარულით ველოდი,რადგან უკვე კარგად გავიაზრე რას ითხოვდა გიორგი მასწავლებელი ამ ტრენინგებით ჩვენგან.დღე დაიწყო ტრენინგის მონაწილეთა აღრიცხვით ,შემდეგ გავაკეთეთ წინა გაკვეთილის რეფლექსია.ამის მერე გადავედით ძირითად ნაწილზე,განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულის პირველი აქტივობა-შეფასების სტრატეგიები.განვიხილეთ აგრეთვე აქტივობა მეორე და ნაბიჯი მესამე--შეფასების განსაზღვრა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმი.ვისწავლეთ ვორდში ცხრილების შედგენა.ბოლოს მივიღეთ დავალება და დავემშვიდობეთ ტრენერს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment