სახალისო მათემატიკა
Tuesday, March 18, 2014
მეცხრე დღე
ტრენინგის ბოლო დღე.სამწუხაროა დასრულდა ტრენინგი.მეტად საჭირო და საინტერესო მასალა შეგვასწავლა ჩვენმა გიორგი მასწავლებელმა.დიდი მადლობა მას ამისათვის.ჩვენ კი ყველას წარმატებები,რომელიც ასე გვჭირდება ახლა როგორც არასდროს.
მერვე დღე
მერვე დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო. მეცადინეობა დაიწყო დამსწრეთა აღრიცხვით, შემდეგ შევქმენით ჩვენი საქაღალდე და პორტფოლიო. ამ დღემდე შექმნილი ყველა ნაშრომი მოვათავსეთ პორტფოლიოში, პორტფოლიო განვათავსეთ დრაივზე, შევისწავლეთ დრაივზე პორტფოლიოს გაზიარება, შევისწავლეთ ბლოგზე ნაშრომის განთავსება და მისი გაზიარება სხვებისათვის. სამწუხაროა, მაგრამ ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. დიდი მოლოდინით ველოდები ხვალინდელ დღეს და სერტიფიკატის მიღებას.
მეშვიდე დღე
მეცადინეობის მეშვიდე დღეს დიდი სიხარულით ველოდი,რადგან უკვე კარგად გავიაზრე რას ითხოვდა გიორგი მასწავლებელი ამ ტრენინგებით ჩვენგან.დღე დაიწყო ტრენინგის მონაწილეთა აღრიცხვით ,შემდეგ გავაკეთეთ წინა გაკვეთილის რეფლექსია.ამის მერე გადავედით ძირითად ნაწილზე,განვიხილეთ სახელმძღვანელოს მეხუთე მოდულის პირველი აქტივობა-შეფასების სტრატეგიები.განვიხილეთ აგრეთვე აქტივობა მეორე და ნაბიჯი მესამე--შეფასების განსაზღვრა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რამოდენიმე კრიტერიუმი.ვისწავლეთ ვორდში ცხრილების შედგენა.ბოლოს მივიღეთ დავალება და დავემშვიდობეთ ტრენერს.
მეექვსე დღე
მეექვსე დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.ამ დღეს ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად ვისწავლეთ ინტერნეტში მასალის მოძიება და მისი ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება.ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შექმნაზე.განვიხილეთ ჩვენი პროექტის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების ვარიანტები.ერთი სიტყვით ,მე აქტიურად ჩავერთე გაკვეთილში.
მეხუთე დღე
მეხუთე დღე ჩემთვის მეტად საინტერესო იყო. დავასრულეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. შემდეგ სახელმძღვანელოშო განვიხილეთ მოდული 3-ის აქტივობა №2.გიორგი მასწავლებელმა გაგვაცნო თუ როგორ უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია ისე რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლებები.
მეოთხე დღე
ეს დღეც დიდი მოლოდინებით დაიწყო .გავაკეთეთ მესამე დღის რეფლექსია,კიდევ ერთხელ გავიხსენსთ სასწავლო პროექტი და მისი მნიშვნელობა სასწავლო პროცესისათვის.გადავხედეთ სახელმძღვანელოს მეორე მოდულის მეორე აქთივობას,სადაც ყურადღებაა გამახვილებული პროექტზე მუშაობის დროს დროს დასმულ ზოგად.თემატ ურ და შინაარსობრივ კითხვებზე.გადავედით მეორე მოდულის მესამე აქტივობაზე (შეფასების სქემები).ვისწავლეთ Draiv-ზე მუშაობა.ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის ფორმაზე.
Wednesday, February 26, 2014
დღე მესამე
გავიმეორეთ შესწავლილი მასალა.შევედით ჩვენს ბლოგზე. მოვახდინეთ ცვლილებები პროექტი.შევისწავლეთ სიახლეების მიბმა. ფოტოების მონახვა, გადიდება .გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.უფრჩხილო გამოსახულების ამოხსნისას რატომ ვასრულებთ ჯერ პირველი საფეხურის მოქმედებებს ?
Subscribe to:
Posts (Atom)